განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა აამოქმედა.
თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა
საბავშვო ბაღი ვალდებულია განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. დაწესებულების მიერ თვითშეფასების დადგენილი წესით განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.
თვითშეფასების პროცესს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი არეგულირებს.
საბავშვო ბაღების თვითშეფასების ფორმა და წესი დამტკიცდა - დოკუმენტის დეტალები
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების მიზნებია დაწესებულების პირობების შესაბამისობის შეფასება ავტორიზაციის სტანდარტებთან და დაწესებულების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გამოყენების გზით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თვითშეფასების პროცესისთვის კითხვარები მზად აქვს სამ ენაზე - ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე.
თვითშეფასების ქართულენოვანი კითხვარები
თვითშეფასების სომხურენოვანი კითხვარები
თვითშეფასების აზერბაიჯანულენოვანი კითხვარები
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ამჟამინდელი მონაცემებით, ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული 2027 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან თვითშეფასების პროცესში ჩართულია 52%. ივნისისა და ივლისის თვეში თვითშეფასება დაასრულა 511 საჯარო და 70-მა კერძო საბავშვო ბაღმა.
პროცესის მხარდაჭერის მიზნით, ამავე ცენტრის მხრიდან, ამ ეტაპზე შერჩეულია თვითშეფასების 37 სპეციალისტი, რომლებიც ინდივიდუალურად თითოეულ დაწესებულებაში, გაერთიანებასა და მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ვიზიტს და ეხმარებიან მათ ელექტრონულ პლატფორმაზე თვითშეფასების პროცესის განხორციელებაში.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი დაწესეულებების სტანდარტის სამი კომპონენტის შეფასების კითხვარი - შევსება სავალდებულოა