ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის თანაბარ ჩართულობას განურჩევლად მისი შესაძლებლობებისა, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს არეგულირებს.
არნიშნული სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორის მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი თანაბრად უნდა ურთიერთობდნენ თითოეულ ბავშვთან, არ უნდა გამოარჩიონ მათი შესაძლებლობების, გარეგნული თავისებურებების, რელიგიის, ასაკის, ეთნიკური მიკუთვნებულობის, სოციალური მდგომარეობისა და სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით.
ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გარემო მორგებული უნდა იყოს თითოეული ბავშვის საჭიროებებზე; აღმზრდელ-პედაგოგმა და აღმზრდელმა ბავშვები არ უნდა გამოარჩიონ გენდერული ნიშნით და ხელი უნდა შეუწყონ გოგოებსა და ბიჭებს ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.
დაწესებულების ყველა თანამშრომელმა - ადმინისტრაცია, საგანმანათლებლო პერსონალი და ა.შ., უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა და იზრუნოს თითოეული ბავშვის თამაშში, სწავლასა და ბაღის ცხოვრებაში ჩართვაზე.
იხილეთ ასევე: