დღის თემა
etaloni.ge
„დაარწმუნეთ ბავშვები, რომ არიან ძალიან ნიჭიერები და მათთან ერთად ჩაატარეთ გაკვეთილი“ – გზამკვლევი პირველკლასელებისთვის
27.07.2023

გაკვეთილობანანუ მხიარული და თავისუფალი ურთიერთობის შესახებ სახელმძღვანელო, „პირველკლასელთა აკადემია“, „ეტალონის“ დამფუძნებელმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა კორონაპანდემიის პერიოდში, საკუთარი შვილიშვილისთვის, ალექსანდრე კახიანისთვის შეიმუშავა, რომელიც იმ დროს პირველკლასელი იყო. 

„მთელი ოჯახი ღრმად ჩავუფიქრდით, დისტანციური და ჰიბრიდული სასკოლო ცხოვრებისას, როგორ შეგვეყვარებინა ჩვენი ოჯახის პირველკლასელისთვის სწავლა და მარტივად აღსაქმელი გამოსავლის ძიება დავიწყეთ. დავეყრდენით საგანმანათლებლო სფეროში მთელი ჩვენი ოჯახის 30 წლიან ძალზედ წარმატებული მოღვაწეობას და მივაგენით ეფექტურ მეთოდს... თქვენი პირველკლასელები აღიარეთ მოაზროვნე პიროვნებებად და შეხედეთ მათ, როგორც თანასწორს, როგორც საქართველოს და მსოფლიოს მომავალს. დაარწმუნეთ, რომ არიან ძალიან ნიჭიერები და მათთან ერთად ჩაატარეთ გაკვეთილი“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი და მშობლებს უნიკალური წიგნი-რვეულის გამოყენების ინსტრუქციას მეოთხე ვიდეოგაკვეთილში ასწავლის.

„პირველკლასელთა აკადემიის“ მიხედვით, მთავარი წინაპირობა პატარას აღზრდა-განათლების პროცესში ბავშვის მზრუნველი მშობლების და ოჯახის სხვა უფროსი წევრების სისტემური და მხიარული ჩართულობაა. წიგნი-რვეული შესანიშნავი დამხმარეა როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგების, ისე მშობლებისა და ჩვენი პირველკლასელი შვილებისა თუ შვილიშვილებისთვის.

„პირველკლასელთა აკადემიას" საბავშვო ბაღის კურსდამთავრებულებს საჩუქრად გადასცემენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტები. ამ პირველკლასელთა გზამკვლევის დახმარებით, პატარები, სასკოლო ცხოვრებისთვის უკვე მომზადებულები, ამაყად შეაღებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კარს.

თელავის ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრად ინოვაციური წიგნი გადაეცათ - „მისი დახმარებით ბავშვებისთვის ზაფხული საინტერესო და შემეცნებითი იქნება“

საბავშვო ბაღების დიდი ღონისძიება და საჩუქარი მერიისგან აღსაზრდელებს

როგორ ვასწავლოთ პატარას, რამდენი თვეა წელიწადში, რამდენი პოლუსი აქვს დედამიწას და საერთოდ, როგორ „იმაიმუნოთ“ ერთად, იხილეთ აქ მოცემულ ვიდეოგაკვეთილში.

ვიდეოგაკვეთილი N4:

იხილეთ ასევე:

გოჩა ტყეშელაშვილის რჩევები ბავშვებს სკოლაში შესვლის წინ - ვიდეოგაკვეთილი

მეორე ვიდეოგაკვეთილი „პირველკლასელთა აკადემიიდან“ – „ამ ინოვაციურ გაკვეთილებთან და წიგნთან ერთად ასწავლეთ ბავშვებს აზროვნება“

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ასოები მხიარულად - „პირველკლასელთა აკადემია“ და მესამე ვიდეოგაკვეთილი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი