დღის თემა
etaloni.ge
ბაღის პერსონალმა საკუთარი თავი თავად უნდა შეაფასოს და განსაზღვროს პროფესიული განვითარების საჭიროებები - სტანდარტის მოთხოვნები
27.07.2023

საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პერსონალმა უნდა იზრუნოს პირად პროფესიულ განვითარებაზე, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში, რომელიც, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, რამდენიმე დღის წინ შევიდა ძალაში.

სტანდარტის ინდიკატორების მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საგანმანათლებლო პერსონალი მუდმივად უნდა ეცნობოდეს რესურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების საკითხებთან დაკავშირებით.

ისინი ასევე, უნდა მონაწილეობდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ და პროფესიული განვითარებისთვის ხელშემწყობ სხვადასხვა ღონისძიებაში - ტრენინგები, კურსები, კონფერენციები და სხვა

საგანმანათლებლო პერსონალი ვალდებულია, ითანამშრომლოს დარგის სხვა სპეციალისტებთან, პროფესიული გნვითარების მიზნით და თავად განსაზღვროს და შეაფასოს საკუთარი, პროფესიული განვითარების საჭიროებები, რაც მათ რეალურ კომპეტენციებს და შესაძლებლობებს ემყარება.

აღმზრდელ-პედაგოგმა და აღმზრდელმა უნდა შესსწავლონ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის დამხმარე ტექნოლოგიები და აღჭურვილობები და სწორად გამოიყენონ.

იხილეთ ასევე:

44 ტერმინი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის დადგენილებიდან

საბავშვო ბაღებისთვის მისია, ხედვა და ღირებულება შეიმუშავეს - „2028 წელს დაწესებულების სტატუსი მინიჭებული ექნება“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი