დღის თემა
etaloni.ge
ტექნიკური ხარვეზის გამო ბავშვები სხვა ბაღებში ჩაირიცხნენ - სააგენტო ბოდიშს იხდის
26.07.2023

ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა ბავშვთა გარკვეული ნაწილის არასწორად გადანაწილება ბაღებში, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის მსურველთა მაღალი აქტივობის გამო, გუშინ რეგისტრაციის ვებგვერდი გადაიტვირთა. ტექნიკური ხარვეზის გამო, მოხდა ბავშვთა გარკვეული ნაწილის არასწორად გადანაწილება ბაღებში. ხვალ ვებგვერდს დაემატება გადამოწმების ველი, სადაც თითოეული თქვენგანი შეძლებთ რეგისტრირებულის მონაცემების შემოწმებას. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო!“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ 26 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც არაფერი წერია იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა მშობლები ბავშვის იმ ბაღში დარეგისტრირებას, რომელშიც სურდათ.

2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა  რეგისტრაცია ორ ეტაპად ტარდება.

პირველი ეტაპის რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყო და 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. პირველ ეტაპზე დარეგისტრირება შეძლეს იმ ბავშვებმა, ვისი და-ძმაც უკვე არის იმავე ბაღის აღსაზრდელი.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია კი 25 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყო და 31 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს.

მეორე ეტაპზე დარეგისტრირება ყველა მსურველს შეუძლია.

გორის მუნიციპალიტეტში, ქლაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია  ელექტრონულად, www.gorikids.ge-ზე მიმდინარეობს, ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება იწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.

იხილეთ ასევე:

თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია მშობელთა პროტესტის ფონზე დაიწყო

ვის აქვს უფლება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვი რეგისტრაციის ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე ჩაირიცხოს - დადგენილება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი