ხონის მუნიციპალიტეტში, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდულის მე-11 დღეს, ტესტირების შემდგომ ტრენინგის შეჯამებას, დარგის კურატორი მანანა გოფოძე, გაერთიანების დირექტორი ხათუნა ბახტაძე და იმ საბავშვო ბაღების გამგეები დაესწრნენ, რომელთა აღმზრდელებიც ტრენინგში მონაწილეობდნენ.
როგორც ხონის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება იტყობინება, მეთოდისტმა თამარ ბახტაძემ აღნიშნა, რომ უკვე ადგილობრივი სკოლამდელი დაწესებულებების საგანმანათლებო პერსონალის 70% უკვე გადამზადებულია, მომავალ წელს კი ყველას გადამზადებაა დაგეგმილი.
„2024 წლის სექტემბრისთვის, როგორც სტანდარტი გვეუბნება, გაერთიანებას ამ მიმართულებით გადამზადებები დასრულებული ექნება“, - აღნიშნულია გაერთანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე:
გაეზრდებათ თუ არა საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასი - „აღმზრდელები საკმაო რაოდენობით გვყავს“