ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრმა ბაღების მისია, ხედვა და ღირებულებები შეიმუშავა.
„ბაღებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები წერილობით, პროცესში ასევე თითოეული ბაღიდან ჩართული იყვნენ თანამშრომლები და მშობლები. მისია, ხედვა და ღირებულებები საერთოა ცენტრისა და მის დაქვემდებარებაში არსებული ბაღებისთვის“, - ვკითხულობთ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელი დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის, ციცია ქაწაშვილსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში, რომელიც ამავე ცენტრის იურისტმა, ნინო ელოშვილმა შეადგნა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სულ 9 საბავშვო ბაღია. ამ სკოლამდელი დაწესებულებების მისია, ხედვა და ღირებულებები ამავე მოხსენებით ბარათშია მოცემული.
მისია:
თითოეული ბავშვის უფლებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული გარემოს პირობებში, ხარისხიანი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება, მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ეთნიკური, გენდერული და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით.
ხედვა:
2028 წელს დაწესებულების სტატუსი ექნება მინიჭებული ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ სკოლამდელ ფილიალებს და პროგრამის მიწოდება განხორციელდება სტანდარტების შესაბამისად.
ღირებულებები:
► თანამშრომლობითი და თანასწორი გარემოს შექმნა;
► ადამიანის უფლებების დაცვა;
► გუნდურობა;
► სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის საყოველთაო ხელმისაწვდომობა;
► ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა;
► დაწესებულების ღიაობა, მშობლებისა და თემის ჩართულობა.
იხილეთ ასევე:
11 დოკუმენტი, რომელიც საბავშვო ბაღში უნდა არსებობდეს - კურიკულუმის მტკიცებულება