ბათუმის მე-9 საბავშვო ბაღში, სასკოლო მზაობის ჯგუფში, სახალისო შემეცნებითი პროექტი განხორციელდა, რომლის თემაც „ვიტამინები“ გახლდათ. პატარები სხვადასხვა ხილის ფორმებში გამოწყობილები წარსდგნენ და საბოლოოდ ღონისძიებამ ხილის ფესტივალის სახე მიიღო.