საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკამ“ 24 ივლისს დაასრულა მორიგი ტრენინგები თემაზე „ფიზიკური და სენსორული უნარების განვითარება სკოლამდელ ასაკში“.
როგორც ასოციაცია იუწყება, ტრენინგები წარმატებით გაიარა პროექტში ჩართული 10 მუნიციპალიტეტის 30-მა საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა და მეთოდისტმა, რომლებიც სექტემბრის თვეში, თავიანთ მუნიციპალიტეტებში, კოლეგებისა და მშობლებისთვის, ჩაატარებენ ტრენინგებს და გაუზიარებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ამავე თემაზე - „ფიზიკური და სენსორული უნარების განვითარება სკოლამდელ ასაკში“.
პროექტი, რომელსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
ეს მუნიციპალიტეტებია: ბოლნისი, დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო, თელავი, ყვარელი, ტყიბული, თერჯოლა, ჭიათურა, საჩხერე.
იხილეთ ასევე:
მბრუნავი სავარძლები და ტანსაცმლის კარადა საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის - სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ავეჯი შეუკვეთეს
თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია მშობელთა პროტესტის ფონზე დაიწყო