თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შესყიდვა დაგეგმა.
აღნიშნულის განსახორციელებლად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გამართვა 188 საბავშვო ბაღში მოხდება, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 250 000 ლარია.
საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და უსაფრთხოების საშუალებების დამონტაჟება საბავშო ბაღებში ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა მოხდეს.
ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ბაგა-ბაღების მართვის სააგეტოს განახორციელებს, რათა დარწმუნდნენ შესყიდვის ობიექტის შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებთან. შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნის საფუძველს კი 112 -ის მიერ გაცემული დასკვნა წარმოადგენს. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის, წუნის ან ნაკლის აღმოფხვრა.
საბავშო ბაღების შენობებიც კი სახანძრო უსაფრთხოების დაცვის სისტემებით აღჭურვილი არ არის, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის 2021 წლის ანგარიშში. მას შემდეგ კი ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
ახალი ავტორიზაციის სტანდარტის მიხედვით კი, სკოლამდელ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს დასკვნა შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და არსებობის შემთხვევაში, გაცემული მიწერილობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოფხვრაზე.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღებში კონდიციონერების დამონტაჟება გადაიდო
11 დოკუმენტი, რომელიც საბავშვო ბაღში უნდა არსებობდეს - კურიკულუმის მტკიცებულება