ბათუმის 22-ე საბავშვო ბაღში, პროექტი „ბაღი გარეთ“ ფარგლებში, ნაყინის ფესტივალი და საჩუქრის გადაცემის ცერემონია მოეწყო.
შთამბეჭდავი აქტივობა მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა კიდევ უფრო დიდ სანახაობად აქციეს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები, დირექტორი დავით დიასამიძე და ინოვაციური წიგნი-რვეულის, ,,პირველკლასელთა აკადემიის“, შემქმნელი გოჩა ტყეშელაშვილი სტუმრობდნენ.
აქტივობის დასასრულს სტუმრებმა სასკოლო ასაკის აღსაზრდელებს საჩუქრად გადასცეს „პირველკლასელთა აკადემია“ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები და წინსვლა უსურვეს.
„პირველკლასელთა აკადემია“ უკვე არაერთი წელია, პატარებს აძლევს საბაზისო ცოდნას და უვითარებს იმ უნარებს, რომლებიც სკოლაში შესვლისას სჭირდებათ. წიგნი-რვეულის დახმარებით, „მასწავლებლობანას“ თამაშით და ოჯახის აქტიური ჩართულობით, ბავშვები მარტივი მეთოდებით ჯერ ხმოვნებს შეისწავლიან და მერე, თანდათანობით, სრულ ანბანზე გადავლენ. სახელმძღვანელოში ამ ასაკისთვის შესაბამისი საინტერესო ზღაპრები, მოთხრობები და სხვა ბევრი საინტერესო დეტალია მოცემული, რაც პატარებს შემეცნების განვითარებაში და სკოლასთან ადაპტაციაში დაეხმარება.
უნიკალური წიგნი-რვეული ბათუმის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყველა კურსდამთავრებულს გადაეცა. საჩუქარს მომავალი პირველკლასელებისთვის ბათუმის მერია უზრუნველყოფს.
იხილეთ ასევე:
ბათუმის ბაღებში თეატრალიზებული წარმოდგენები „პირველკლასელთა აკადემიის“ გადაცემით მთავრდება
როგორ ვასწავლოთ ბავშვს ასოები მხიარულად - „პირველკლასელთა აკადემია“ და მესამე ვიდეოგაკვეთილი