სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის შემუშავებული ავტორიზაციის 4-დან ერთი სტანდარტი კურიკულუმია.
იმის მტკიცებულებად, რომ საბავშვო ბაღში სწორად ხორციელდება კურიკულუმის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება, დაწესებულებაში უნდა არსებობდეს გარკვეული სახის დოკუმენტაცია
სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი:
► დეკლარირებული კურიკულუმი/კურიკულუმის ჩარჩო;
► კურიკულუმის შემუშავების/შერჩევის პროცესის ამსახველი დოკუმენტები/მასალები და კურიკულუმის გაზიარების ამსახველი დოკუმენტები/მასალები;
► აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის პორტფოლიო - დღის განრიგი, კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმები, ინდივიდუალური გეგმები, რეფლექსიური ჩანაწერები და სხვა;
► სხვა საგანმანათლებლო პერსონალის პორტფოლიო ასეთის არსებობის შემთხვევაში;
► ბავშვების ინდივიდუალური პორტფოლიოები;
► კურიკულუმის შეფასების ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები;
► შეფასების შედეგებზე რეაგირების ამსახველი დოკუმენტები/აქტივობები;
► ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია;
► საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით უზრუნველყოფის მექანიზმი;
► კურიკულუმის მიზნების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით უზრუნველყოფის დოკუმენტაცია და წიგნების აღრიცხვის ჟურნალი, საბავშვო ბიბლიოთეკის აღმწერი დოკუმენტი;
► ინვენტარის აღწერის დოკუმენტაცია, მატერიალური რესურსის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - მიღება-ჩაბარების აქტები.
იხილეთ ასევე:
რა არის კურიკულუმი და როგორი მოდელები არსებობს საბავშვო ბაღებისთვის