დღის თემა
etaloni.ge
ბაღების აღმზრდელებსა და მეთოდისტებს ტრენინგები ჩაუტარეს და სათამაშოები დაურიგეს
21.07.2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს და მეთოდისტებს სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.

ორგანიზაცია „პრო-მესტია“ ბოლო სამი წელია, ახმეტის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გამოცდილი აღმზრდელ-პედაგოგები და ექიმები ხვდებიან მოქმედ აღმზრდელებსა და მეთოდისტებს. ისინი უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ბავშვის აღზრდაში ახალი მეთოდების დანერგვის მიმართულებით, აცნობენ მშობლებთან მუშაობის სპეციფიკას და ზოგად პედაგოგიურ საფუძვლებს.

ტრენინგის ბოლოს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს ბავშვთა  გასავითარებელი სათამაშოები გადაეცა.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება, აღნიშნული პროექტის სპონსორია სტეფან გრებენმანი, ხელმძღვანელი - ზურაბ კარბელაშვილი და ორგანიზატორი - ნანა ღვინჯილია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022-2023 სასწავლო-სააღმზრდელო წლის მონაცემებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში 35 საბავშვო ბაღია, სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა 1206, ხოლო აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების - 144-ია.

იხილეთ ასევე:

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განვითარება, მეთოდოლოგიის დახვეწა, კურიკულუმების განვითარება - საბავშვო ბაღების გეგმები სააგენტოს ხელმძღვანელმა დაანონსა

6 უნარი, რომელიც ბაღმა სკოლამდელი ასაკის ბავშვს უნდა ჩამოუყალიბოს - პოზიტიური განწყობა, მათემატიკური წარმოდგენები...

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი