ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების გამგეების, უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებული ღია კონკურსის გადადების თაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეებს ელექტრონული ტესტირება 22 ივლისს 09:30 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში - ყოფილი „გეპეის“ შენობაში, ნიკო ფიროსმანის ქ. N12 - ში უნდა შემდგარიყო.
„ღია კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 29 ივლისს იმავე პირობებითა და იმავე ლოკაციაზე“, - იყტობინება ბაღების გაერთიანება.
საბავშვო ბაღებში ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის დეტალები იხილეთ აქ მითითებულ ბმულზე:
რატომ გადაიდო ტესტირება, ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერი წერია.
იხილეთ ასევე:
16 დოკუმენტი, რომელთა ცოდნაც საბავშვო ბაღში დასასაქმებლად არის საჭირო - ანაზღაურება 1250 ლარია