ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრი იტყობინება, რომ დაწყებულია და მიმდინარეობს საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის და მეთოდისტებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული.
„აღნიშნული ტრენინგ-მოდულის გავლა აუცილებელი პირობაა და ემსახურება საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის დაწყებას.
ტრენინგს უძღვება ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის საცელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერი, ქალბატონი მაკა აბულაძე.
ტრენინგ-მოდულის მონაწილე აღმზრდელებსა და მეთოდისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ“, - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე:
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ტრენინგ-მოდულს ონლაინ რეჟიმში გაივლით