დღის თემა
etaloni.ge
6 უნარი, რომელიც ბაღმა სკოლამდელი ასაკის ბავშვს უნდა ჩამოუყალიბოს - პოზიტიური განწყობა, მათემატიკური წარმოდგენები...
21.07.2023

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები განსაზღვრავენ თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა იძენდეს ბავშვი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ასევე განსაზღვრავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების გარემოსა და საგანმანათლებლო ხარისხის სტანდარტს“, - ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტს ეხება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ის 6 ძირითადი მახასიათებელი, რაც საბავშვო ბაღმა სკოლამდელი ასაკის ბავშვს უნდა ჩამოუყალიბოს:

  1. განუვითაროს ბავშვს მომავალი ცხოვრებისათვის, წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის საჭირო უნარები;
  2. ხელი შეუწყოს ბავშვს სწორი არჩევანის გაკეთებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში;
  3. განუვითაროს ბავშვს ფიზიკური და ემოციური სიჯანსაღე;
  4. მოამზადოს ბავშვი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის;
  5. შეუქმნას ბავშვს პოზიტიური განწყობა სწავლისადმი სკოლაში წასვლამდე ერთი წლის განმავლობაში;
  6. განუვითაროს ბავშვს კითხვისა და წერის სწავლისათვის საჭირო უნარები და მათემატიკური წარმოდგენები.

მუნიციპალიტეტში, დღეის მდგომარეობით, 37 საბავშვო ბაღია, სადაც შესაძლებელია 2 100 ბავშვის სწავლება. სულ, სკოლამადელ დაწესებულებებში დასაქმებულ 568 თანამშრომელდან, 96 აღმზრდელი და 89 აღმზრდელის თანაშემწეა.

იხილეთ ასევე:

„საჭიროა ჯგუფებში აღმზრდელ-აღსაზრდელთა თანაფარდობა 1:13, 1:15 და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება“ - დადგენილება

საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა იმღერეს, იცეკვეს და იხუმრეს - ღონისძიება ქალაქის ცენტრში ჩატარდა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი