ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, კახა ენუქიძემ, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელ ნინო რობაქიძესთან ერთად, საბავშვო ბაღებს სასწავლო- სააღმზრდელო პროცესისთვის საჭირო ინვენტარი და სათამაშოები გადასცა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 667 აღსაზრდელი ირიცხება.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად საბავშვო-ბაღების მონიტორინგს პერიოდულად ახორციელებს და სააღმზრდელო პროცესს ეცნობა“, - იუწყება ბაღდათის მერია.