დღის თემა
etaloni.ge
ბაღების აღმზრდელებისა და გაერთიანებების მეთოდისტებისთვის ტრენინგებს პოლონელი სპეციალისტები 24 ივლისის ჩათვლით ჩაატარებენ - დეტალები
20.07.2023

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“, პოლონურ ორგანიზაციასთან და საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობი, ახორციელებს პროექტს „თითოეული ბავშვისათვის - სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის სისტემური მხარდაჭერა“.

როგორც ასოციაცია იტყობინება, პროექტის ფარგლებში, 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, ტარდება მორიგი ტრენინგები სამიზნე მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების აღმზრდელებსა და ბაღების გაერთიანებების მეთოდისტებისთვის. წლევანდელი ტრენინგები მთლიანად ეძღვნება ბავშვის სენსო-მოტორული უნარების განვითარებას.

ტრენინგების პროგრამა ითვალისწინებს როგორც ბავშვის ფიზიკური განვითერების თეორიასა და პრაქტიკას, აგრეთვე ფიზიკური და სენსორული განვითარების დარღვევების ამოცნობის და მათი დაძლევის მეთოდებს. მათ შორის, ეზოში თამაშის და მუსიკალური აქტივობების როლს, ოჯახისა და თემის ცნობიერების ამაღლების საკითხებს და ბავშვის ფიზიკური განვითარების ხელშეწყობას ოჯახში, სახლის პირობებში.

ტრენინგს „ფიზიკური და სენსორული უნარების განვითარება სკოლამდელ ასაკში“ უძღვებიან ქართველი და პოლონელი სპეციალისტები. პროექტი კი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.

პროექტი ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში: ბოლნისი, დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო, თელავი, ყვარელი, ტყიბული, თერჯოლა, ჭიათურა, საჩხერე.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ქცევა უნდა განახორციელოს ჯგუფში

მბრუნავი სავარძლები და ტანსაცმლის კარადა საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის - სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ავეჯი შეუკვეთეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი