დღის თემა
etaloni.ge
უფასო ვებინარი ბაღის აღმზრდელებისთვის - დეტალები
19.07.2023

მასწავლებელთა პრფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის,  ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ხვალ, 20 ივლისს, 19:00 საათზე მშობლებისთვის, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალისტებითვის, გაიმართება ინტერაქციული ვბინარი, რომლის თემაც არის „ბავშვის ქცევა როგორც კომუნიკაციის საშუალება - რატომ არის მნიშვნელოვანი ქცევის ცვლილებებისთვის ყურადღების მიქცევა?“

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ქცევა, როგორც ბავშვების მიერ თავისი ემოციების, საჭიროებებისა და გამოცდილების გადმოცემის საშუალება
  • ბავშვის ქცევაზე მოქმედი ფაქტორები
  • ქცევაში მკვეთრი ცვლილება - რას გვეუბნება ბავშვი?
  • უფროსი, როგორც ბავშვის ქცევისა და ემოციური რეგულაციის მხარდაჭერი

ვებინარის მოწვეული სტუმარი - თინათინ ჭინჭარაული, ნეიროფსიქოლოგი, ქცევის ანალიტიკოსი.

ვებინარის ფასილიტატორი - ნინო ნიკოლეიშვილი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაუსვან კითხვები მოწვეულ სტუმარს.

ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა ZOOM ის გამოყენებით.

დასასწრებად, მითითებულ დროს, გამოიყენეთ ბმული: „ბავშვის ქცევა როგორც კომუნიკაციის საშუალება - რატომ არის მნიშვნელოვანი ქცევის ცვლილებებისთვის ყურადღების მიქცევა?“

იხილეთ ასევე:

აღმზრდელების საქმეზე შესაძლოა, სასამართლო პროცესები გაგრძელდეს


სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ქცევა უნდა განახორციელოს ჯგუფში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი