პროექტ „ბაღი გარეთ“ ფარგლებში, ბათუმის N8 საბავშვო ბაღში მოეწყო საინტერესო აქტივობა, რაც გულისხმობს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ბაღის გარე სივრცეში ნაწილობრივ გადატანას.
ტრანზიცია, ერთ-ერთი სარეჟიმო მომენტი - „წახემსების“ და „ლანჩბოქსის“ კულტურის დანერგვა აღსაზრდელებში.
პროცესის სრულყოფისთვის, ბაღის ბუნებრივ გარემოში შეიქმნა ბუნებრივი და მეორადი მასალით დამზადებული ხელსაბანები, სველი წერტილები თავისი კომპონენტებით.
აქტივობის მიზანია:
► მეტი გარეთ
► სოციალიზაცია
► სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება - წყლის რესურსის მიზნობრივი და რაციონალური მოხმარება
► ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
► ტალახის სამზარეულო - ჭუჭყიანი თამაშები
იხილეთ ფოტოები: