დღის თემა
etaloni.ge
180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშო ბაღი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით შენდება - რას ითვალისწინებს პროექტი
19.07.2023

თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი.

პროექტი ითვალისწინებს  საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი ოთახების, ასევე სასადილოს, სათავსოების, ჰოლის, ადმინისტრაციული და სამრეცხაო ოთახების,  სამზარეულოს, საევაკუაციო კიბისა და საქვაბის მოწყობას.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სი ემ დი ფორტექსი“ ასრულებს.

ბაღის მშენებლობაზე 3 426 416 ლარი დაიხარჯება.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

იხილეთ ასევე:

სოფელი, სადაც ლიფტიანი საბავშვო ბაღი შენდება - ექნება საკონცერტო და სათამაშო დარბაზი

„ზაფხულის არდადეგების პერიოდში თბილისის 100-ზე მეტი საბავშვო ბაღი გარემონტდება“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი