დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელების საქმეზე შესაძლოა, სასამართლო პროცესები გაგრძელდეს
19.07.2023

საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა წალენჯიხაში, ადგილობრივ სკოლამდელ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრს სასამართლო დავა მოუგეს. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.

საბავშვო ბაღების თანამშრომელთა უფლებებს საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირი იცავდა.

საბავშვო ბაღების თანამშრომლები, რომლებიც დაბალი კვალიფიკაციის მოტივით გაათავისუფლეს, სასამართლომ სამსახურში აღადგინა

პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის, მაია კობახიძის ინფორმაციით, შესაძლოა, წალენჯიხის ხელისუფლებამ სასამართლოში დავა გააგრძელოს, რაც საბავშვო ბაღებსაც დააზარალებს და სახელმწიფო ბიუჯეტსაც.

„წალენჯიხის მერიის წარმომადგენლებმა საკუთარ უკანონო და უსამართლო ქმედებებზე აგონ პასუხი, სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების უსაფუძვლო კრიტიკისა და დისკრედიტაციის ნაცვლად! სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზარმაზარ ზარალს აყენებენ ბიუჯეტს, რაც მოსახლეობის კეთილდღეობასა და საბავშვო ბაღების აღჭურვას უნდა მოხმარდეს. ბიუჯეტის ე.წ. „გულშემატკივრებს“ შევახსენებ, რომ თუ სასამართლო განხილვები გაგრძელდება, გათავისუფლებულთა განაცდური, ჯამში 100 000-ზე მეტი თანხა, გასამმაგდება, რადგან მერიის მხრიდან, გარდა პოლიტიკური ინტერესისა, უკანონო ქმედებების თაობაზე გაგვაჩნია ბევრი მყარი მტკიცებულება“, - აცხადებს მაია კობახიძე.

იხილეთ ასევე:

მბრუნავი სავარძლები და ტანსაცმლის კარადა საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის - სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ავეჯი შეუკვეთეს

როგორ უნდა განახორციელოს საბავშვო ბაღმა კურიკულუმი - საგანმანათლებლო პერსონალი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან მეთოდებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი