აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითერების პროგრამის ფარგლებში ხონის ბაგა-ბაღების გაერთიანების აღმზრდელებსა და მუსიკის მასწავლებლებს ტრენინგები უტარდებათ.
ბაღის თანამშრომლების გადამზადების პროცესს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მანანა გოფოძე დაესწრო და საბავშვო ბაღების პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების, მათი მომზადება-გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სასწავლო პროცესში ჩართულია ბაღების 30 თანამშრომელი, რომელთაც მენტორობას უწევს ქუთაისის წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნატო ქობულაძე.
სასწავლო მოდულის მე-3 მეტაპი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
იხილეთ ასევე:
ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა
6 ტერმინი, რომელიც საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგის დროს სჭირდებათ