დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა დაეხმაროს პატარას საბავშვო ბაღის აღმზრდელი მეგობრების შეძენაში
07.11.2022

მეგობრობა საბავშვო ბაღის ჯგუფელებთან დიდწილად განაპირობებს ბავშვის ფსიქოლოგიურ კომფორტს ჯგუფში, რასაც, პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა შეუწყოს ხელი.

აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, ისე რომ არცერთი ბავშვი არ იყოს უარყოფილი და გარიყული, ასწავლოს ბავშვებს კონკრეტული სტრატეგიები მეგობრობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად.

სკოლამდელ ასაკში შეძენილი უნარები, როგორც წესი, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მომდევნო ცხოვრებაზე.

პროგრამაში - „ბასკო უმცროსებს“, რომელიც ეფუძნება და იზიარებს ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, ჩამოთვლილია მეთოდი, რომლის მიხედვითაც აღმზრდელი უნდა დაეხმაროს პატარებს მეგობრების შეძენაში:

  1. ჯერ დაეხმარეთ ბავშვს უბრალოდ დაამყაროს ურთიერთობა ჯგუფის სხვა წევრებთან. სხვადასხვა საქმიანობების დროს დააწყვილეთ ბავშვები, რათა მათ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და ჰქონდეთ პირადი კონტაქტის საშუალება. პირველი დღიდანვე აქტიურად გამოიყენეთ საინტეგრაციო თამაშები.
  2. დაეხმარეთ ბავშვებს პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებაში. ასწავლეთ გაზიარება, თანამშრომლობა, რიგის დაცვა, ეს უნარები აუცილებელი და საჭიროა დადებითი ურთიერთობებისთვის.
  3. დაეხმარეთ პატარებს კონფლიქტების არიდებაში. წაახალისეთ ბავშვები სიტყვებით აღწერონ და გამოთქვან საკუათარი გრძნობები და იდეები, ასწავლეთ სხვების მოსმენა, დაეხმარეთ პრობლემის გადაჭრაში.
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი