დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა ბაღში ბავშვის ჩარიცხვის წესი დაამტკიცა
18.07.2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო წლისათვის ბავშვთა მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონული ფორმით, ცენტრის ვებ გვერდზე - zugdidikids.ge.

რეგისტრაცია წარიმართება ორ ეტაპად.

პირველი ეტაპი მოიცავს 2023 წლის 17 ივლისიდან 2023 წლის 29 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მეორე ეტაპი კი - 2023 წლის 02 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს.

პირველ ეტაპზე რეგისტრაციის უპირატესობით სარგებლობენ:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველები);

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ოჯახის ბავშვები;

იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი დაწესებულების მომსახურებით;

საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მშობლების შვილები;

„მარჩენალდაკარგული“ სტატუსის მქონე ბავშვები;

იძულებით გადაადგილებული პირები;

რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

დაბადების მოწმობის ასლი;

ჯანმრთელობის ცნობა;

ბავშვის 2 ფოტოსურათი ¾-ზე;

მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

საჭიროების შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვის შემთხვვაში- შესაბამისი სამედიცინო დაწესებლების მიერ გაცემული ცნობა. რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6-წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა აღსაზრდელთა ბაღში ჩარიცხვის წესიც დაამტკიცა:

ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ, აღსაზრდელი /ბავშვი/ ს/ბაღში ირიცხება სსდმ ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე, დაინტერესებული პირი (მშობელი, კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ან/და სსდ მართვის ცენტრის ადმინისტრაციაში. მისამართი: ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N79, მე-4 სართული, ოთახიN10.

ბავშვის მიღებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია:

ა) დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ჯანმრთელობის ცნობა;

გ) ბავშვის 2 ფოტოსურათი ¾-ზე;

დ) მშობლ(ებ) პირადობის მოწმობის ასლი;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია;

ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვის შემთხვვაში შესაბამისი სამედიცინო დაწესებლების მიერ გაცემული ცნობა. რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვითვის 6-წელზე ზევით სკოლამდელი  აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ.

დაწესებულ ვადაში პირადი საქმის წარმოუდგენლობა არის ელექტრონული რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი.

იხილეთ ასევე:

საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საიტზე ვერ შედიხართ

28 საბავშვო ბაღი, სადაც ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყო - დეტალები და წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი