დღის თემა
etaloni.ge
ბავშვს და ორ ქალს თავს დათვი დაესხა - „ბელებს გადავეყარეთ და მათმა დედამ თავისი იბრძოლა, ჩვენ ჩვენი“
18.07.2023

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში, ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დათვი დაესხა. დაშავდა 6 წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე ნაკერი დაადეს, - აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.  

გამოცემის ინფორმაციი, 74 წლის ვერიკო ზოიძე შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს.

„გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა ტორი. მეც დამარტყა ტორი და  დამითრია ბავშვთან ერთად. ბავშვს ტორით ყურთან მიაყენა დაზიანებები... ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი. ვიგერიებდით ჯოხით და მერე ბელები რომ მივიდნენ მასთან, დათვიც ადგა და წავიდა ტყისკენ. ასე გადავრჩით. 12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მაგრამ ახლა კარგად არის, როგორც ექიმმა გვითხრა. მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს, ხვალ მეც უნდა მივიდე ექიმთან“, – უთხრა ადგილობრივ მედიას ვერიკო ზოიძემ.

იხილეთ ასევე:

სტომატოლოგის ასისტენტი ძაღლი ბავშვებს ექიმთან ვიზიტის დროს ეხუტება

საბავშვო ბაღში შეიარაღებულმა პირმა 3 ბავშვი, ერთი პედაგოგი და 2 მშობელი დახოცა - შემთხვევა ჩინეთში დილით მოხდა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი