ხშირია შემთხვევები, როდესაც აღმზრდელი პირველია, ვინც ბავშვის რაიმე განსაკუთრებულ, დამატებით საჭიროებას ამჩნევს, ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების და განვითარების ცოდნის გამო, - აღნიშნულია ბაგა- ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში.
ამავე პუბლიკაციის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახების კვლევამ აჩვენა, რომ შემთხვევების 40%-ში პირველად სწორედ აღმზრდელმა შენიშნა, რომ ბავშვს სჭირდებოდა დამატებითი საჭიროებები.
ადრეული განათლების პროგრამები ბევრ შესაძლებლობას იძლევა ბავშვების განვითარების საჭიროების იდენტიფიცირებისა იმ შემთხვევაშიც, თუ სირთულე და პრობლემა სახეზეა და მაშინაც კი, თუ ბავშვები რისკის ქვეშ იმყოფებიან.
ყველა ასეთ შემთხვევაში, ბავშვები ღირებულ სარგებელს ნახულობენ ძლიერი ადრეული განათლების პროგრამებიდან როგორც პრობლემის იდენტიფიცირების მხრივ, ასევე ოპტიმალური განვითარების ხელშეწყობის და წარმატებული გამოცდილების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც.
სასწავლო წლის დასაწყისში, საწყისი შეფასება და სკრინინგი აღმზრდელს არა მხოლოდ ბავშვის განვითარების, ძლიერი მხარეების და საჭიროებების იდენტიფიცირებაში ეხმარება, არამედ დამატებითი სპეციალისტების განსაზღვრაში და ბავშვის საჭიროების შესაბამისად ინდივიდუალიზებაში.
ბავშვის მშობლების ჩართულობა და ინფორმაციის გაზიარება შეფასების და სკრინინგის ნაწილი უნდა იყოს. მშობლები ფლობენ ბევრად მეტ ინფორმაციას ბავშვის ქცევის, ყოველდღიური ფუნქციონირების, და ინდივიდუალური მახასიათებლების შესახებ. მშობელი ღირებულ და სანდო წყაროს წარმოადგენს ინფორმაციისა, რომელიც ბავშვის შესახებ, მისი უნარებისა და შესაძლებლობების სრული სურათის დახატვაში დაეხმარება აღმზრდელს.
მშობელი აღმზრდელს ასევე დაეხარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად ავთენტური და ზუსტია მისი შეფასება, არის თუ არა ეს ბავშვის დამახასიათებელი ქცევა ყოველდღიურობაში და ბუნებრივ, ოჯახურ გარემოში.
მიმდინარე შეფასება ასევე მნიშვნელოვანია საჭიროებების იდენტიფიცირებაში. მიმდინარე შეფასება ეხმარება აღმზრდელს პროგრამის, სტრატეგიების და შედეგების გადახედვაში. მიმდინარე შეფასება არის მშობელთან პარტნიორობის საფუძველიც, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალური განვითრების შესაძლებლობებსაც.
შეფასების საუკეთესო პრაქტიკა ითვალისწინებს სტანდარტის შესაბამის შეფასებას, სანდო ინსტრუმენტების გამოყენებას, რაც კონკრეტული ბავშვის შედეგების მისი ასაკის ბავშვების შედეგებთან შედარების საშუალებას იძლევა.
არცერთი ბავშვი არ უნდა იქნეს შეფასებული აღმზრდელის, მასწავლებლის ან საზოგადოების განცდების და სუბიექტური დასკვნების საფუძველზე კონკრეტულ ბავშვთან, ოჯახთან ან ქცევასთან მიმართებაში.
იხილეთ ასევე:
აღმზრდელი: „საბავშვო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“