თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის კონდიციონერებს ყიდულობს.
სააგენტომ აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი 14 ივლისს გამოაცხადა.
120 კონდიციონერის შესასყიდად 163 900 ლარია გამოყოფილი. კედელზე დასამაგრებელი ზამთარ-ზაფხულის გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების შესყიდვისა და დამონტაჟების თანხებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საკუთარი სახსრებიდან გაიღებს. მიმწოდებელმა კი ხელშეკრულებები ინდივიდუალურად, თითოეულ საბავშვო ბაგა-ბაღთან უნდა გააფორმოს.
კონკრეტულად რომელ საბავშვო ბაგა-ბაღებში აპირებს აღნიშნული სააგენტო გამაგრილებელი სისტემების დამონტაჟებას, ამის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში არაფერი წერია.
კონდიციონერები, რომლებსაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაამონტაჟებენ, უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს და ნორმებს.
თბილისში სულ 187 მუნიციპალური საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
იხილეთ ასევე:
300 ლარი ერთი აღმზრდელისთვის - რაში იხდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება თანხას