დღის თემა
etaloni.ge
28 საბავშვო ბაღი, სადაც ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყო - დეტალები და წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
17.07.2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რეგისტრაცია დღეს დაიწყო.

როგორც ადგილობრივი სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულების მიერ გავცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რეგისტრაცია გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით.

აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. რეგისტრაციისას მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დასარეგისტრირებელი ბავშვი 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა იყოს არანაკლებ ორი წლის.

რეგისტრაციის ფორმის შევსება მოხდება თქვენთვის სასურველი საბავშვო ბაღის მისამართზე. პრიორიტეტი ენიჭება იმ ოჯახებს, რომელიც დარეგისტრირებულია ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რეგისტრაცია მოხდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

  1. ბაგის ჯგუფი - 2-დან 3 წლამდე (დაბადების თარიღი 30.09.2021 წლამდე);
  2. ბაღის ჯგუფი - 3-დან 4 წლამდე (დაბადების თარიღი 01.11.2020 წლამდე, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში);
  3. ბაღის ჯგუფი -4-დან 5 წლამდე (დაბადების თარიღი 01.11.2019 წლამდე, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში);
  4. სასკოლო-მზაობის ჯგუფი 5 წლიდან (დაბადების თარიღი 01/10/ 2017 წლიდან 01/11/2018 წლამდე, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში);

თუ არასწორედ მიუთითეთ ასაკობრივი ჯგუფი, აღსაზრდელი მოიხსნება რეგისტრაციიდან სისტემაში საბუთების  გადამოწმების შემდგომ.

რეგისტრაციის ფორმის შესავსებად უნდა გადახვიდეთ ბმულზე - https://www.akhaltsikhe.gov.ge

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სასურველი საბავშვო ბაღის მისამართზე, მაგრამ სარგებლობს პრიორიტეტით და ვერ მოასწრო დარეგისტრირება, უნდა გამოცხადდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში - ახალციხე, ახალციხელის ქუჩა N2 და წარადგინოს პრიორიტეტის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდგომ  დარეგისტრირდება სასურველ ბაღში.                                                                                                          

პრიორიტეტით ისარგებლებენ  შემდეგი პირები აქ მოცემული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში:

  1. სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვი: თუ ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია 120 000-ზე;
  2. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს საოქმო გადაწყვეტილებით;
  3. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი - ჯანმრთელობის პრობლემის ან/და ქცევითი პრობლემის მქონე ბავში, რომელსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროება, რაც დასტურდება შესაბამისი ჩანაწერით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა);
  4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი - შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (სსე შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა NIV-50/4);
  5. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი - იუსტიციის სახლის მიერ გაცემული შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი - პირი რომელსაც ყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები;
  7. სამხედრო მოსამსახურეთა შვილები
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში,
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები.
  • რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
  1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
  2. იმ ოჯახის შვილი, რომლის შვილიები ამჟამად სარგებლობენ ამავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე თუ აღსზარდელის მშობელი დასაქმებულია საბავშვო ბაგა-ბაღში.

დასარეგისტრირებლად  საჭიროა შემდეგი მონაცემები: სასურველი საბავშვო ბაგა-ბაღი, ასაკობრივი ჯგუფის მითითება, ბავშვის და მშობლის გვარი, სახელი და  პირადი ნომერი.

სარეგისტრაციო ფორმის  შევსების შემდგომ (თუ ადგილი ვაკანტურია), სისტემაში აისახება განაცხადის წარმატებით დარეგისტრირება. 

თუ ბავშვს დაარეგისტრირებთ სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღში, მიმდინარე წლის 01 სექტემბრიდან 08 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართოდ სასურველ ბაღს და წარადგინოთ  მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნუსხა:

  1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  2. ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
  3. პროფილაქტიკური აცრების ბარათი (ან ექიმის დასკვნა ბავშვთა კოლექტივში დაშვების თაობაზე);
  4. ორი ფოტოსურათი (3X4);
  5. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა #100 ან ფორმა #50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღის ჩართულობის თაობაზე
  6. მშობლების (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
  7. ცნობა რეგისტრაციის ადგილიდან (იუსტიციის სახლიდან) წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი მოიხსნება რეგისტრაციიდან.

რეგისტრაციის ლინკი გააქტიურდა დღეს, 17 ივლისს 12:00 საათზე და დაიხურება 31 ივლისს 12:00 საათზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 28 საჯარო საბავშვო ბაღია.

იხილეთ ასევე:

საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საიტზე ვერ შედიხართ

ვის ევალება სკოლამდელი დაწესებულებების კადრების მართვა და აღსაზრდელთა რეგისტრაცია თბილისში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი