დღის თემა
etaloni.ge
საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საიტზე ვერ შედიხართ
16.07.2023
ხვალ, 17 ივლისს თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება.

მეორე ეტაპზე, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში დარეგისტრიება უნდა შეძლონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა ბავშვებმა, რომლებსაც 18 სექტემბრამდე 2 წელი უსრულდებათ.

რეგისტრაციის მეორე მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და 24 ივლისის 00:00 საათამდე გასტანს.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, ის გულისხმობს საყოველთაო რეგისტრაციას - ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი ბავშვი შეძლებს ჩაირიცხოს თბილისის საბავშვო ბაღებში. მესამე ეტაპი 25 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაღებში ელექტრონულად დარეგისტრირება შესაძლებელია საიტზე - kids.org.ge, თუმცა უკვე კარგა ხანია, რაც  თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი შეფერხებით მუშაობს და მასზე შესვლა, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია.

რეგისტრაცია დაიწყო, მაგრამ საიტი არ მუშაობს - „არ იხსნება და როგორ დაიწყეთ, ნეტავ?“

„თუ მშობელი რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს,“ - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, როდესაც ის ბაღებში რეგისტრაციის დეტალებზე საუბრობდა.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი, გოგი ჩიქოვანი კი ამბობს, რომ სანერვიულო არაფერია და მშობლებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყველა ბავშვის ჩარიცხვას ჰპირდება.

იხილეთ ასევე:

ერთი ბაღი დაანგრიეს და თავიდან ააშენეს, ერთის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა - სად გაიხსნება ახალი სკოლამდელი დაწესებულებები

„შედგენილია აქტივობების პროგრამა და მენიუ“ - საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი ბაღის პერსონალს ესაუბრა
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი