დღის თემა
etaloni.ge
ერთი ბაღი დაანგრიეს და თავიდან ააშენეს, ერთის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა - სად გაიხსნება ახალი სკოლამდელი დაწესებულებები
15.07.2023
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მალე საბავშვო ბაღის ორი შენობა შევა ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

ერთ-ერთი ახალი ბაღი N125 იქნება. ოთარ ქინქლაძის ქუჩაზე მდებარე N125 საბავშვო ბაღის ძველი შენობის დემონტაჟი გასულ წლებში განხორციელდა, მის ნაცვლად კი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დასაწყისიდან, სექტემბრიდან მიიღებს. მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე ეზოს, შიდა სივრცეების მოწყობა და ბაღის აღჭურვა მიმდინარეობს.

მეორე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც ჩუღურეთში ამუშავდება, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარეობს - N2 ბაგა-ბაღი, სადაც რეაბილიტაცია უტარდება შენობის ისტორიულ ნაწილს. ასევე, აშენდა ახალი კორპუსი, რომელშიც ბაღის ძირითადი ნაწილი განთავსდება. 400 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება.

მშენებლობა-რეაბილიტაციის მდგომარეობაში მყოფი საბავშვო ბაღები, სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ ასევე:

„შედგენილია აქტივობების პროგრამა და მენიუ“ - საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი ბაღის პერსონალს ესაუბრა

300 ლარი ერთი აღმზრდელისთვის - რაში იხდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება თანხას
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი