დღის თემა
etaloni.ge
თუ მშობლებს არ აქვთ შემოსავალი, პატარა ნაკლები დროით რჩება საბავშვო ბაღში - როგორია ოთხ ქვეყანაში სკოლამდელი დაწესებულების გადასახადი
14.07.2023

საქართველოში ადრეული სკოლამდელი განათლების მიღება უფასოდ არის შესაძლებელი. ბევრ სხვა ქვეყანაში კი საჯარო ბაღებიც ფასიანია და მხოლოდ მაშინ შეუძლია მშობელს საბავშვო ბაღით უფასოდ ისარგებლოს, თუ შემოსავალი არ აქვს.

საბავშვო ბაღებში გადახდის სისტემის შესახებ 4 ქვეყნის მაგალითზე მოგიყვებით.

იაპონიაში სკოლამდელი განათლების სისტემის 80%-ზე მეტი შედგება კერძო საბავშვო ბაღებისა და ბავშვთა ცენტრებისგან. სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საბავშვო ბაღში გადასახადი დამოკიდებულია მხოლოდ მშობლების შემოსავალზე - რაც უფრო მაღალია ოჯახის შემოსავალი, მით მეტია საბავშვო ბაღის საფასური. ბაგა-ბაღებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკი და რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მაღალია ღირებულება. კერძო ბაღში გადასახადი მაინც უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. ცალკეა კერო ბაღში შესვლის გადასახადი და მშობლებს ასევე უწევთ გადაიხადონ იმ ფორმის შესაკერი თანხა, რომლითაც ისინი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ივლიან. თითოეულ საბავშვო ბაღს აქვს თავისი ფორმა შარვალი, ბოლოკაბები, ბლუზები, მაისურები, ქუდები და ჩანთები და ამ უნიფორმის ტარება სავალდებულოა.

დიდ ბრიტანეთში საჯარო საბავშვო ბაღები უფასოა. ასეთ დაწესებულებებში ბავშვს აქვს 15 საათით უფასოდ ყოფნის უფლება. საჯარო საბავშვო ბაღებში სიარული შეუძლიათ იმ ბავშვებსაც კი, რომელთა მშობლები ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობენ. კერძო საბავშვო ბაღები დიდ ბრიტანეთში ძალიან ძვირია და მხოლოდ ძალიან მდიდრებს შეუძლიათ იქ შვილი ატარონ.

ისრაელის საჯარო საბავშვო ბაღებში განათლება უფასოა. ბავშვები ასევე დადიან დამატებით გაკვეთილებზე - მუსიკის, რიტმის, იოგას, ინგლისურის და სხვა გაკვეთილებზე სურვილისამებრ.

შვედეთის საჯარო და კერძო საბავშვო ბაღებში გადასახადს მათი შემოსავლიდან გამომდინარე იხდიან. ორი ან მეტი შვილის მქონე ოჯახებს კი შეუძლიათ, შეღავათებით ისარგებლონ - მეორე და შემდგომი შვილების გადასახადს სახელმწიფო იხდის. თუ მშობლებს არ აქვთ  შემოსავალი, ისინი არ იხდიან ბავშვის სწავლის საფასურს, მაგრამ ბავშვი სხვა ბავშვებთან შედარებით ნაკლები საათით რჩება ბაღში.

იხილეთ ასევე:

ბაგა-ბაღების თანამშრომლები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ - მემორანდუმის დეტალები და კლინიკების ჩამონათვალი

300 ლარი ერთი აღმზრდელისთვის - რაში იხდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება თანხას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი