დღის თემა
etaloni.ge
როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულში - რჩევები ექიმებისგან
14.07.2023

ზაფხულში მნიშვნელოვანია, ბავშვები მზის სხივებისა და შემაწუხებელი სიცხისგან დავიცვათ.

როგორ უნდა აარიდოთ თქვენს პატარებს მზის სხივების მავნე ზემოქმედება და რატომ უნდა მისცეთ წყალი დიდი რაოდენობით, ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გთავაზობთ.

როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულში მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან

► მკვეთრად განსაზღვრეთ ბავშვის მზეზე ყოფნის საათები. მზეზე ყოფნა შეგიძლიათ მხოლოდ დილით და საღამოს.

► მზეზე ყოფნის დროს აუცილებელია გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები.

► აუცილებელია, ბავშვს თავზე ეხუროს ქუდი, რათა თავიდან ავიცილოთ მზის დარტყმა.  უპირატესობა მიანიჭეთ ფართო, პანამას ტიპის ქუდი, რომელიც დაფარავს ბავშვის კისრის კანს.

► მიეცით ბავშვებს საკვები, რომელიც შეიცავს ბეტა კაროტინს. ესენია სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, გოგრა, გარგარი და ისპანახი. ბეტა კაროტინი აძლიერებს და იცავს სხეულს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისაგან.

► მზეზე ყოფნის დროს აუცილებელია გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები, რომელთა დაცვის მაჩვენებელი 30-ზე მეტია

► შესთავაზეთ თქვენს პატარას წყალი, წვენი, ხილის სასმელები.

რატომ არის ბავშვებისთვის წყლის მიღება აუცილებელი

ჩვენი ორგანიზმის 50-დან 70%-მდე წყალი შეადგენს. ეს ფაქტი უკვე გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა დატვირთვას ასრულებს წყალი ჩვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში, კერძოდ ბევრი წყლის მიღება:

► არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;

► იცავს ბავშვის ორგანიზმს გამოფიტვისგან;

► წყლის მეშვეობით ბავშვის ორგანიზმი იწმინდება მავნე ტოქსინებისგან;

► მეტაბოლური მაჩვენებელი იზრდება;

► ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას;

► წყალი აუცილებელია სხეულის უჯრედების ზრდის დასაჩქარებლად;

► წყალი აუმჯობესებს ბავშვის ტვინის მუშაობას.

იხილეთ ასევე:

„ადრეული ასაკის ბავშვებს ეს ინფორმაცია შეიძლება სიმღერის ან ცეკვის საშუალებით დავასწავლოთ“ – ფსიქოლოგის 7 რჩევა

მარილი და ბავშვები - 5 რჩევა, რაც პატარებს მომავალში ჯანმრთელობის პრობლემებს ააცილებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი