დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელებისა და მშობლებისთვის უფასო ვებინარი იმართება - დასწრების ინსტრუქცია
14.07.2023

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,   ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დღეს, 14 ივლისს, 19:00 საათზე მშობლებისთვის, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალისტებისთვის, ინტერაქციულ ვებინარს გამართავს, რომლის თემაც იქნება „განვითარების დარღვევებთან ასოცირებული სამედიცინო მდგომარეობები ბავშვებში“.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • კვებითი თავისებურების -ნეოფობიის სამედიცინო ასპექტები
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები
  • ჩუმად მიმდინარე ეპილეფსია და ტიკები
  • მიკროელემენტების დეფიციტი და მძიმე მეტალების კონტროლი

ვებინარის მოწვეული სტუმარი - ირმა გოცირიძე, განვითარების პედიატრი.

ვებინარის ფასილიტატორი - ნინო ნიკოლეიშვილი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი

ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით

ვებინარზე დასწრებისთვის, აქ მითითებულ დროს, 17 საათზე უნდა შეხვიდეთ აქ მითითებულ ბმულზე: ვებინარი.

იხილეთ ასევე:

ბაგა-ბაღების თანამშრომლები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ - მემორანდუმის დეტალები და კლინიკების ჩამონათვალი

16 დოკუმენტი, რომელთა ცოდნაც საბავშვო ბაღში დასასაქმებლად არის საჭირო - ანაზღაურება 1250 ლარია

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი