საბავშვო ბაღებისთვის ახალ წიგნებს ყიდულობენ - პირველი სიტყვები, პირველი რიცხვები, თავსატეხები...
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის მომზადება უკვე დაიწყო.
სექტემბერში, ბათუმში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, პატარებს ახალი წიგნები დახვდებათ.
გაერთიანება საბავშვო ბაღებისთვის შეისყიდის:
- „ჩემი პირველი სიტყვები“ 0 წლიდან, სქელი მუყაოს ყდით - 31 ცალი;
- „ჩემი პირველი სიტყვები“ 3 წლიდან, სქელი მუყაოს ყდით - 23 ცალი;
- ხმოვანი წიგნი - „რწყილი და ჭიანჭველა“, სქელი მუყაოს ყდით - ცალი;
- „ჩემი პრველი რიცხვები“ - 24 ცალი;
- „100 თავსატეხი“ 3 წლიდან - 24 ცალი;
- „კომბლე“ - ხმოვანი წიგნი, სქელი მუყაოს ყდით - 41 ცალი;
- „ისწავლე სიტყვები - ცხოველები“, სქელი მუყაოს ყდით - 35 ცალი;
- ჩემი საყვარელი ზღაპრები - „პინოკიო“ სქელი მუყაოს ყდით - 29 ცალი;
- ვიკითხოთ ერთად - „ზღაპრები ყველაზე პატარებისთვის“ - 29 ცალი;
- საბავშვო ბიბლიოთეკა - „მეც მინდა სკოლაში“ 3 წლის ასაკიდან, სქელი მუყაოს ყდით - 29 ცალი;
- „ტოპო-ტიპი და მეგობრები“ სქელი მუყაოს ყდით -29 ცალი;
- „სახლი ტყის პირას“ სქელი მუყაოს ყდით - 29 ცალი;
- ზღაპარი - „კონკია“, სქელი მუყაოს ყდით - 26 ცალი;
- „ალადინის ჯადოსნური ზღაპარი“ სქელი მუყაოს ყდით - 26 ცალი;
- მოემზადე სკოლისათვის - „ცხოველები და მათი შვილები“ - 26 ცალი;
- ჩვენი ბაღი - „საბავშვო ლექსები“ სქელი მუყაოს ყდით - 26 ცალი;
- ანბანი და ციფრები 230992 - 22 ცალი;
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება წიგნებში 9 306 ლარს გადაიხდის.
ბათუმში სულ 34 მუნიციპალური საბავშვო ბაღია. იმ აღსაზრდელებს, ვინც საბავშვო ბაღი მიმდინარე წელს დაამთავრა და სექტემბერში სკოლის კარს შეაღებს, ქალაქის მთავრობამ, საჩუქრად ინოვაციური წიგნი-რვეული, „პირველკლასელთა აკადემია“, გადასცა.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების დიდი ღონისძიება და საჩუქარი მერიისგან აღსაზრდელებს
რის ცოდნას სთხოვენ აღმზრდელებს ბაღში დასასაქმებლად - „როგორ დავაკვირდეთ ადრეული ასაკის ბავშვებს შეფასებისა და კურიკულუმის დაგეგმვისთვის“