დღის თემა
etaloni.ge
მეორე ვიდეოგაკვეთილი „პირველკლასელთა აკადემიიდან“ – „ამ ინოვაციურ გაკვეთილებთან და წიგნთან ერთად ასწავლეთ ბავშვებს აზროვნება“
14.07.2023

„პირველკლასელთა აკადემია“ ინოვაციურია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევისწავლეთ ხმოვანი ასოები ემოციურად პირველ გაკვეთილში. ახლა კი თანხმოვან ასოებს შევისწავლით თანმიმდევრობით“, - ამბობს უნიკალური წიგნი-რვეულის ავტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, გოჩა ტყეშელაშვილი, მეორე ვიდეოგაკვეთილში, რომელსაც შვილიშვილთან, ალექსანდრე კახიანთან ერთად უძღვება.

„პირველკლასელთა აკადემია“, მშობლებთან ერთად, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს პირველკლასელთა გახსნაში და აზროვნების განვითარებაში დაეხმარება. უნიკალური წიგნი „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა და პატარებს სკოლაში შესვლის წინ, საბაზისო ცოდნის მიცემასთან ერთად, აუცილებელ უნარებს უვითარებს. 

„ბავშვებო, აუცილებლად გამოიყენეთ „უ“ ასო და მოეფერეთ თქვენს დედიკოებს, ბებიებს, მასწავლებლებს და ოჯახის ყველა ახლობელს“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი და მშობლებსა და უფროსებს მოუწოდებს, თავიანთი პირველკლასელი შვილი, შვილიშვილი თუ მოსწავლე აღიარონ მოაზროვნე პიროვნებად და მოეპყრონ, როგორც თანასწორს და შეხედონ, როგორც საქართველოს და სამყაროს მომავალს!

როგორ უნდა გამოიყენოთ „უ“ ასო მოსაფერებლად, შეგიძლიათ, იხილოთ ამ სტატიაში მოცემულ პირველ ვიდეოგაკვეთილში: გოჩა ტყეშელაშვილის რჩევები ბავშვებს სკოლაში შესვლის წინ - ვიდეოგაკვეთილი.

მეორე ვიდეოგაკვეთილში, გადაცემის წამყვანი ბაბუა და შვილიშვილი მხიარულად მოგითხრობენ რამდენიმე თანხმოვნის ამბავს, რის შემდეგაც, თქვენი შვილები თუ მოსწავლეები შეძლებენ, აქ ნასწავლი სხვას ასწავლონ.

„აუცილებლად მინდა, რომ ამ ინოვაციურ გაკვეთილებთან ერთად, თქვენს ბავშვებს ასწავლოთ აზროვნება“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი და პატარებს სიტყვა-სიურპრიზს სთავაზობს, რომელსაც ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვისას გაიგონებთ.

ვიდეოგაკვეთილი N2:

 

იხილეთ ასევე:

„ამ წიგნით პატარებს სკოლისთვის მზადების პროცესს გავუადვილებთ“ - საჩუქარი აღსაზრდელებს ამბროლაურის მერისგან

ქალაქის მერი: „დარწმუნებული ვარ, სასწავლო წლის დაწყებამდე, ამ სავარჯიშოებით გაიმდიდრებთ ცოდნის არეალს“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი