თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა ერთ-ერთი საზაფხულო ბაღი, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის N83 საბავშვო ბაღში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ბაღის პერსონალსა და აღსაზრდელების მშობლებს გაესაუბრნენ.
„საზაფხულო ბაღები მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს აღსაზრდელებსა და მშობლებს, ივლისში ისარგებლონ მუნიციპალური ბაღების სერვისით. ყველა საზაფხულო ბაღი სრული დატვირთვით მუშაობს, შედგენილია აქტივობების პროგრამა, საზაფხულო მენიუ, ასევე, სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს. კვების ბლოკების ფუნქციონირება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი, რათა ჩვენს პატარებს კომფორტული და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
თბილისში 45 საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 16000-ზე მეტი აღსაზრდელი იღებს მომსახურებას.
იხილეთ ასევე:
საზაფხულო ბაღებში ათასით ნაკლები ბავშვი ჩარიცხეს
16 დოკუმენტი, რომელთა ცოდნაც საბავშვო ბაღში დასასაქმებლად არის საჭირო - ანაზღაურება 1250 ლარია