დღის თემა
etaloni.ge
16 დოკუმენტი, რომელთა ცოდნაც საბავშვო ბაღში დასასაქმებლად არის საჭირო - ანაზღაურება 1250 ლარია
13.07.2023

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში გამგეების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსია გამოცხადებული.

საბავშვო ბაღის გამგის ადგილი ვაკანტურია ბათუმის მე-20, 33-ე, 35-ე და 36-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

რა განათლება უნდა ჰქონდეთ, რის ცოდნა ევალებათ და რა ფუნქციები აქვთ მათ, ვინც შესაძლოა, ბაღებში დაასაქმონ, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე, ვაკანსიის დეტალებშია გაწერილი.

საბავშვო ბაღის გამგის ფუნქციებში შედის:

  1. საქმისწარმოება;
  2. სტრატეგიული დაგეგმვა;
  3. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მისი მართვა;
  4. აღსაზრდელთა მიღების, გარიცხვის პროცედურები, აღსაზრდელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები;
  5. ურთიერთობები დაწესებულებასა და მშობლებს შორის;
  6. თანამშრომელთა ფუნქციების და მოვალეობების მართვა;
  7. საბავშვო ბაღის თათბირის ოქმების შედგენა;
  8. პროდუქტების უწყისების შემოსავლისა და ხარჯთაღრიცხვის წიგნების კონტროლი;
  9. საბავშვო ბაღის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მართვა;
  10. პერსონალის პირადი საქმეების წარმოება;
  11. აღსაზრდელების სრული სიის მართვა;
  12. აღსაზრდელთა პირადი საქმეების მართვა;
  13. სასწავლო პერსონალის შეფასების დოკუმენტი;
  14. პასუხს აგებს საბავშვო ბაღის გამართულად ფუნქციონირებაზე;
  15. ადგენს საბავშვო ბაღის მუშაობის წლიურ გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
  16. აწარმოებს ბავშვების ჩარიცხვას, გადანაწილებას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, გადაყვანას;
  17. ქმნის აუცილებელ პიროებს ბავშვების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  18. უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ბავშვების სიცოცხლის დაცვის სხვა პირობების შესრულებას;
  19. მონაწილეობს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავებაში, აკონტროლებს მის სრულყოფილად დანერგვას ჯგუფებში დასწრებით, პედაგოგიურ თათბირებზე ისმენს ანგარიშებს;
  20. პასუხს აგებს აღსაზრდელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზაციაზე;
  21. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს თანამშრომლების სამუშაოზე მოსვლის და წასვლის აღრიცხვის ჟურნალს;
  22. ვალდებულია, პერიოდულად გააცნოს ინფორმაცია მშობლებს საბავშვო ბაღებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც ვაკანსიის შეახებ გამოქვეყნებულ განცხადებებში ვკითხულობთ, უფროს ბაღის გამგეს მოეთხოვება, რომ მისი მინიმალური განათლება ბაკალავრიატი იყოს. ბაღის გამგის ადგილის დასაკავებლად, აუცლებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

რის ცოდნა ევალება ბაღის გამგეს:

  1. საქართველოს კონსტიტუცია (1995 წ.);
  2. კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (1989 წ.);
  3. საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ (2019 წ.);
  4. საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ (2016 წ.);
  5. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ (2017 წ.);
  6. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილება „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ (2017 წ.);
  7. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე (2016 წ.);
  8. ნ. ჯიჯავაძე. თ. კუხალეიშვილი. ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი (2019 წ.);
  9. ხ. დოლიძე, თ. ბაქრაძე, ნ. ჯიჯავაძე. ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში - I ნაწილი. მეთოდური სახელმძღვანელო 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის. თბილისი, 2020 წ.
  10. ხ. დოლიძე, თ. ბაქრაძე, ნ. ჯიჯავაძე. ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში - II ნაწილი. პრაქტიკული სახელმძღვანელო/სცენრები 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის. თბილისი, 2020 წ.
  11. ადრეული ინკლუზიური განათლება. სახელმძღვანელო პრაქტიკოსებისთვის. რას უნდა ითვალისწინებდეს ხარისხიანი ინკლუზიური ადრეული განათლების შესაქმნელად. ნაწილი პირველი, ნაწილი მეორე, ნაწილი მესამე (2019 წ.);
  12. ც. ბარქაია და სხვა ინკლუზიური ადრეული განათლება - საფუძვლები (2019 წ.);
  13. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ (2010 წ.);
  14. საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო. მომზადებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNUCEF) ფინანსური მხარდაჭერით (2011 წ.).
  15. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ (2017 წ.);
  16. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ (2017 წ.).

ბათუმში საბავშვო ბაღის გამგის ანაზღაურება 1250 ლარია.

იხილეთ ასევე:

300 ლარი ერთი აღმზრდელისთვის - რაში იხდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება თანხას

საბავშვო ბაღების დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული სპეციალისტები გაანაწილეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი