ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის 93 აღმზრდელის გადამზადება აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით მიმდინარეობს.
აღმზრდელების მოსამზადებლად, სატრენინგო მომსახურების განმახორიცელებელი ორგანიზაცია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებამ, ტენდერის მიხედვით გამოავლინა.
საბავშვო ბაღის 93 თანამშრომლის გადამზადება გაერთიანებას 27 900 ლარი უჯდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი აღმზრდელის გადასამზადებელი თანხა 300 ლარია. სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლების გადამზადება 30 აგვისტმდე უნდა მოხდეს.
სატრენინგო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, სასწავლო პროგრამის ჩატარება უზრუნველყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“ შესაბამისად; მომსახურების გაწევა უნდა განახორციელდეს სათანადო გამოცდილების, ცოდნისა და უნარების მქონე ტრენერის მეშვეობით;
სატრენინგო მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი დასახელების და რაოდენობის მასალების მიწოდება 93 აღმზრდელზე:
ა) საკითხავი მასალა, წიგნი - 93 ცალი;
ბ) ხარისხის გზამკვლევის სტანდარტი, წიგნი - 93 ცალი;
გ) საშუალო რვეული - ნაბეჭდი მასალა სავარჯიშოებით - 93 ცალი;
დ) ავტოკალამი - 93 ცალი;
ე) რვეული/ბლოკნოტი - 93 ცალი;
ვ) ფლიოჩარტი - 4 ცალი - დიდი შეკვრა;
ზ) მარკერი - 20 ცალი;
თ) ფერადი ფურცლები - 4 შეკვრა;
ი) მშრალი წებო - 20 ცალი;
კ) წებოვანი ლენტი - 4 ცალი;
სატრენინგო მომსახურების მიმწოდებელი ასევე ვაალდებულია, სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით, ყველა აუცილებელი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასწავლო პროცესების დასრულების შემდგომ გასცეს შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი მსმენელის მიერ, სასწავლო პროგრამის (სასწავლო ხასიათის პროექტის) მხოლოდ „სასწავლო პროცესების მარეგულირებელი ინსტრუქციით“ დადგენილი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღის 162 თანამშრომლის გადამზადებისთვის ტენდერი გამოცხადდა - ვადები და დეტალები