დღის თემა
etaloni.ge
„ამ წიგნით პატარებს სკოლისთვის მზადების პროცესს გავუადვილებთ“ - საჩუქარი აღსაზრდელებს ამბროლაურის მერისგან
13.07.2023
მბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სასკოლო მზაობის ჯგუფის 96 აღსაზრდელს წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცა.

„პირველკლასელთა აკადემია“ საშინაო მეცადინეობისთვის განკუთვნილი წიგნი-რვეულია, რომელიც ანბანის შესწავლის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილთან ერთად, ბავშვის შემეცნების, აზროვნების, მოტორიკის განვითარებისთვის საჭირო აქტივობებს მოიცავს", - აღნიშნულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„პირველკლასელთა აკადემია“, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა და უკვე წლებია, პატარებს აძლევს საბაზისო ცოდნას და უვითარებს იმ უნარებს, რომლებიც სკოლაში შესვლისას სჭირდებათ.

„ამ წიგნით ვასწავლე ჩემს შვილს თამაშით ბგერების გამოთქმა, მეტობა და ნაკლებობა“ - მშობელი „პირველკლასელთა აკადემიაზე“

სახელმძღვანელოები აღსაზრდელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, პირველმა მოადგილე დავით გოგლიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძემ გადასცეს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პატარებს, რომლებიც სკოლისთვის ემზადებიან, ეს პროცესი გავუადვილოთ. სწორედ ამიტომ, ამბროლაურის მერიის სახელით შევიძინეთ და საჩუქრად გადავცემთ ამ წიგნებს, ჩვენი სასკოლო მზაობის ჯგუფის 96 აღსაზრდელს. ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი ჩვენს მომავალ პირველკლასელებს სწავლის პროცესს გაუადვილებს“, - აღნიშნა ზვიად მხეიძემ პატარების დასაჩუქრების ცერემონიალზე.

იხილეთ ფოტოები:
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი