სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მეოთხე სტანდარტში დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების, პირების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული.
აღნიშნული ინდიკატორის დასაკმაყოფილებლად, დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციული სტრუქტურა - ორგანოგრამა.
ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა ასახავდეს თანამდებობრივ დაქვემდებარებას. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო დაწესებულებისთვის სავალდებულოდ დადგენილია, რომ უნდა ჰყავდეს დირექტორი და საკონსულტაციო საბჭო, ხოლო როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებისთვის სავალდებულოა, ჰყავდეს რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირი ან ეს ფუნქცია ვინმეს ჰქონდეს შეთავსებული დაწესებულებაში.
სტანდარტი არ ადგენს სავალდებულო მოთხოვნებს დაწესებულების სტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაწესებულება შესაძლებელია დაყოფილი იყოს სტრუქტურულ ერთეულებად: განყოფილებებად, სამსახურებად, დანაყოფებად. მაგალითად, კვების უზრუნველყოფის სამსახური, სააღმრზდელო და საგანმანათლებლო პროცესის მართვის სამსახური, შესყიდვების განყოფილები, ფინანსური დანაყოფი და სხვა. ხოლო ზოგ შემთხვევაში - ინდივიდუალური პირები.
დაწესებულებას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს სტრუქტურული ერთეულის/პირების ფუნქციები. სტრუქტურული ერთეული, როგორც წესი, გულისხმობს რამდენიმე (მინიმუმ ორი) თანამშრომლის ერთობლიობას. შესაბამისად, სტრუქტურული ერთეულის შემთხვევაში, დაწესებულებას გაწერილი უნდა ჰქონდეს როგორც ზოგადად ამ ერთეულის ფუნქცია, ისე მის შიგნით ცალკეული თანამშრომლის ან ცალკე მდგომი პოზიციის მოვალეობები.
თანამშრომლის სამუშაო აღწერილობა/თანამდებობრივი ინსტრუქცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე:
შესაძლოა, დაწესებულების გადაწყვეტილებით სამუშაო აღწერილობას ინფორმაციაც დაემატოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დროებით, გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად აყვანილ თანამშრომლებზე, შესაძლებელია, არ იყოს შემუშავებული სამუშაო აღწერილობა. ამ შემთხვევაში, ფუნქციები განისაზღვრება ხელშეკრულებით.
მნიშვნელოვანია, დაწესებულებამ უზრუნველყოს პერსონალისთვის ფუნქციებისა და სამუშაო აღწერილობების გაცნობა და გაცნობის ფაქტის მტკიცებულების არსებობა.
შესაძლებელია, სამუშაოს დიდი დატვირთვის მოცულობის შემთხვევაში, ერთი და იგივე ფუნქცია რამდენიმე თანამშრომლის სამუშაო აღწერილობაში მეორდებოდეს ან ერთი სამუშაო აღწერილობა იყოს საერთო რამდენიმე პირისთვის. მაგალითად, აღმზრდელ-პედაგოგისთვის შემუშავებული სამუშაო აღწერილობა გავრცელდება ამ პოზიციაზე დასაქმებული ყველა პირისთვის.
საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები/სამუშაო აღწერილობები, ძირითადად, ყველა მუნიციპალიტეტში წესდების ან შრომის შინაგანაწესის ნაწილია. ზოგიერთ მუნიციპალიტეტს ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი ცალკე აქვს გამოცემული, დამტკიცებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით.
ამ კუთხით, დაწესებულება, როგორც კერძო, ისე საჯარო და მისი დამფუძნებელი, დოკუმენტის ფორმასა და დამტკიცების ხერხს განსაზღვრავს თავად, მთავარია სამუშაო აღწერილობებთან დაკავშირებული მოთხოვნა იყოს დაცული:
დაწესებულებაში მიმდინარე თითოეულ პროცესს ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი; აღნიშნული იკითხებოდეს პერსონალის ფუნქციებიდან, სამუშაო აღწერილობებიდან და თითოეულ თანამშრომელს მკაფიოდ ჰქონდეს განსაზღვრული საკუთარი პასუხისმგებლობები და მოვალეობები.
იხილეთ ასევე:
რის ცოდნას სთხოვენ აღმზრდელებს ბაღში დასასაქმებლად - „როგორ დავაკვირდეთ ადრეული ასაკის ბავშვებს შეფასებისა და კურიკულუმის დაგეგმვისთვის“
„ყველა ბაღში გვყავს 5 ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომელთა ვალდებულებაა მოამზადონ ინდივიდუალური გეგმა“ - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი