ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებს ახალი სათამაშოები დაურიგეს.
17 დასახელების საბავშვო, განმავითარებელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათამაშოები, ადგილობრივ ხელისუფლებას 26 ათასი ლარი დაუჯდა.
სოფელ ქვედა საზანოს N37 საბავშვო ბაღის უფროსი, ლილე სამხარაძე, სოციალურ ქსელში წერს:
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების მმართველს, ქალბატონ ზოია ლელაძეს და გაერთიანების თითოეულ თანამშრომელს მადლობას მოგახსენებთ საზანოს N37 საბავშვო ბაღის სრული კოლექტივის სახელით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა საბავშვო ბაღში და, მათ შორის, საზანოს N37 საბავშვო ბაღის ორი ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებისთვის პოზიტიური, სააღმზრდელო -განმავითარებელი გარემოს სრულყოფისთვის! ახალ სასწავლო წელს, ჩვენი პატარები, 17 სახეობის 34 ცალი ახალი სათამაშოთი მიღებული მხიარული ემოციებით დაიწყებენ... N37 საბავშვო ბაღის უფროსი, ლილე სამხარაძე - 12.07.23“.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 41 საბავშვო ბაღია, სადაც 2022-2023 წლის მონაცემებით, სააღმზრდელო პროცესს 1 814 ბავშვი გადიოდა.
„17 დასახელების სათამაშო განკუთვნილია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა სკოლამდელი დაწესებულების ყველა ჯგუფისათვის. 77 ჯგუფი ფუნქციონირებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში და ყველა ჯგუფში შევა საუცხოო, განმავითარებელი სათამაშოები, რომლის ღირებულება 26 ათასი ლარია... ეს აუცილებელია ყველა ბავშვისთვის, ყველა კუთხით განვითარებისათვის. თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სათამაშოებია, რომ ბავშვი განვითარდეს ჰოლისტურად, ანუ ყველა მიმართულებით", - უთხრა ადგილობრივმა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზოია ლელაძემ ადგილობრივ მედიას.
იხილეთ ასევე: