„საკუთარი გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის“ - რა წარადგინა ბათუმელმა აღმზრდელმა კონკურსზე
ბათუმის N1 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, დალი ნოღაიდელმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსში, -„მწვანე ჯილდო“, - მიიღო მონაწილეობა.
დალი ნოღაიდელმა საბავშვო ბაღში განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია წარადგინა:
- ეფექტიანი სააღმზრდელო მეთოდების გამოყენება გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ შესწავლის მიზნით;
- „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობების გარდა, სხვა დამატებითი წყაროებიდან მოძიებული ან/და საავტორო აქტივობების გამოყენება; დამატებით მოძიებული და გამოყენებული მასალა, გავლილი ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებზე;
- აღსაზრდელებში სწავლების შედეგები უნდა იყოს თვალსაჩინო;
- საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების პროცესში და გავლენა საზოგადოებაზე;
- საკუთარი გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის;
- სამომავლო გეგმები გარემოსდაცვითი სწავლების გაუმჯობესების მიზნით.
ბათუმელ აღმზრდელს, რომელიც კონკურსის ნახევარფინალისტი გახდა, სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
იხილეთ ასევე:
ბაგა-ბაღების თანამშრომლები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ - მემორანდუმის დეტალები და კლინიკების ჩამონათვალი
რის ცოდნას სთხოვენ აღმზრდელებს ბაღში დასასაქმებლად - „როგორ დავაკვირდეთ ადრეული ასაკის ბავშვებს შეფასებისა და კურიკულუმის დაგეგმვისთვის“