ქვემო ქართლში, ბაგა-ბაღების გაერთიანების 2 800-ზე მეტი თანამშრომელი ოცდაათზე მეტი დასახელების სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს უფასოდ მიიღებს, - აღნიშნული ინფორმაცია რეგიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა.
მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ, წინასწარ განსაზღვრული კვლევებისა და კონსულტაციების უფასოდ მიღებას შეძლებენ, ხელი შვიდივე მუნიციპალიტეტის მერმა და 13 კლინიკის ხელმძღვანელმა პირმა მოაწერა.
„აღნიშნული მემორანდუმის უპირველესი მიზანია, ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ნამდვილად მისასალმებელია მუნიციპალიტეტებისა და სამედიცინო კლინიკების ჩართულობა და მე, ჩემი მხრივ ყოველთვის მზად ვარ, ხელი შევუწყო ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მიღებულ ინიციატივებს“ - აღნიშნა შეხვედრის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.
ბენეფიციარები სამედიცინო მომსახურების მიღებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე შემდეგ სამედიცინო კლინიკებში შეძლებენ:
იხილეთ ასევე:
პარლამენტმა აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურების საკითხის შესწავლა დაიწყო