დღის თემა
etaloni.ge
რის ცოდნას სთხოვენ აღმზრდელებს ბაღში დასასაქმებლად - „როგორ დავაკვირდეთ ადრეული ასაკის ბავშვებს შეფასებისა და კურიკულუმის დაგეგმვისთვის“
12.07.2023
ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში აღმზრდელებისა და უფროსი აღმზრდელების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსია გამოცხადებული

ბაღის გამგეების, უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - ფუნქციები, ხელფასი და სხვა დეტალები

რა განათლება უნდა ჰქონდეთ და რის ცოდნა ევალება მათ, ვინც შესაძლოა, ბაღებში დაასაქმონ, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე, ვაკანსიის დეტალებშია გაწერილი.

როგორც გამოქვეყნებულ განცხადებებში ვკითხულობთ, უფროს აღმზრდელსა და აღმზრდელს ერთნაირად მოეთხოვებათ, რომ მათი მინიმალური განათლება ბაკალავრიატი იყოს. უფროსი აღმზრდელის ადგილის დასაკავებლად, აუცლებელია ასევე, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

რის ცოდნა ევალება უფროს აღმზრდელს:

1. საქართველოს კონსტიტუცია (1995 წ.);

2. კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (1989 წ.);

3. საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ (2016 წ.);

4. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ (2017 წ.);

5. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილება „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ (2017 წ.);

6. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე (2016 წ.);

7. ნ. ჯიჯავაძე. თ. კუხალეიშვილი. ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი (2019 წ.);

8. სასკოლო მზაობის პროგრამა ,,თამაში სწავლისა და განვითარებისთვის“. აღმზრდელის სახელმძღვანელო. (2015 წ.);

9. გეი გრონლუნდი, მერლინ ჯეიმსი. ფოკუსირებული დაკვირვება. მეორე გამოცემა. როგორ დავაკვირდეთ ადრეული ასაკის ბავშვებს შეფასებისა და კურიკულუმის დაგეგმვისთვის (2013 წ.);

10. ხ. დოლიძე, თ. ბაქრაძე, ნ. ჯიჯავაძე. ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში - I ნაწილი. მეთოდური სახელმძღვანელო 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის (2020 წ.);

11. ხ. დოლიძე, თ. ბაქრაძე, ნ. ჯიჯავაძე. ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში - II ნაწილი. პრაქტიკული სახელმძღვანელო/სცენრები 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის (2020 წ.);

12. ადრეული ინკლუზიური განათლება. სახელმძღვანელო პრაქტიკოსებისთვის. რას უნდა ითვალისწინებდეს ხარისხიანი ინკლუზიური ადრეული განათლების შესაქმნელად. ნაწილი პირველი, ნაწილი მეორე, ნაწილი მესამე (2019 წ.);

13. საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო. მომზადებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNUCEF) ფინანსური მხარდაჭერით (2011 წ.).

14. ც. ბარქაია და სხვ. ინკლუზიური ადრეული განათლება - საფუძვლები (2019 წ.);

15. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ (2010 წ.);

16. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ (2017 წ.);

17. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ (2017 წ.).

რის ცოდნა ევალება აღმზრდელს:

1. კონვენცია  ბავშვის უფლებების შესახებ (1989 წ.);

2. საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ (2016 წ.);

3. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ (2017 წ.);

4. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილება „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ (2017 წ.);

5. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე (2016 წ.);

6. ნ. ჯიჯავაძე. თ. კუხალეიშვილი. ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი (2019 წ.);

7. სასკოლო მზაობის პროგრამა ,,თამაში სწავლისა და განვითარებისთვის“. აღმზრდელის სახელმძღვანელო (2015 წ.);

8. გეი გრონლუნდი, მერლინ ჯეიმსი. ფოკუსირებული დაკვირვება. მეორე გამოცემა. როგორ დავაკვირდეთ ადრეული ასაკის ბავშვებს შეფასებისა და კურიკულუმის დაგეგმვისთვის (2013 წ.);

9. ხ. დოლიძე, თ. ბაქრაძე, ნ. ჯიჯავაძე. ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში - I ნაწილი. მეთოდური სახელმძღვანელო 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის (2020 წ.);

10. ხ. დოლიძე, თ. ბაქრაძე, ნ. ჯიჯავაძე. ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში - II ნაწილი. პრაქტიკული სახელმძღვანელო/სცენრები 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის (2020 წ.).

ბათუმში უფროსი აღმზრდელის ხელფასი 1 000 ლარია, აღმზრდელის - 980.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელის დასაქმების პროცედურა უნდა იყოს გამჭირვალე და უზრუნველყოფდეს კვალიფიციური კადრების მოზიდვას - რას ავალდებულებს ახალი სტანდარტი საბავშვო ბაღებს

ბაღის დირექტორი: „მშობლები ზეწოლას ახდენენ აღმზრდელებზე - აძალებენ, მათი შვილი ამღერონ, ბავშვებს კი ეს არ უნდათ“
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი